The Official Web Site


Press
(English)
Пресса
(Русский)
(Русский)
პრესა
(ქართული)
(Русский)
(English)
Alexi Matchavariani (23.09.1913 - 31.12.1995) Алекси Мачавариани
About Alexi
Alexi Matchavariani, Peoples Artist of the USSR, a winner of the USSR State Prize and Shota Rustaveli Prize of the Georgian Republic, winner of the Golden Medal of <Centro Cultural Braidense> in Milano for the music of Othello, Professor, was born in the town of Gori in Eastern Georgia. He studied violin and piano...
                        Read more

პრესა

[1] [2] [3]

51. „დაძაბული დრამატიზმით აღსავსეა ა.მაჭავარიანის Nr.2 სიმფონია - ქმნილება რომელშიც გამაოგნებლად არის გადაჯაჭვული ერთ მთლიანობაში ნაზი ლირიკა და ბოროტი გროტესკი, მკაცრი და დიდებული ექსტატიკური იმპულსებით. ეს არის ფეთქებადი გრანდიოზული კულმინაციების და არა ნაკლებ შთამბეჭდავი ჩუმი კულმინაციების ნაწარმოები".
        ნადეჟდა ადლერ, „ვეჩერნი ტბილისი" 25/11/1978/.


52. „და ისევ მოგვანიჭა დიდი ესთეტიკური ნეტარება ოტელოს მუსიკამ, რომელშიც სახეთა სკულპტურული ძერწვა გამდიდრებულია ავტორის ტემპერამენტის ნაციონალურ თვითმყოფადობით".
        ი.ნესტიევ, გაზეთი „იზვესტია"


53. „სტილისტური ინდივიდუალობა - არის ალექსი მაჭავარიანის ერთ ერთი თვისება. ეს თვისება ბრწყინავდა უკვე მაშინ, როდესაც ვისმენდით მის ღრმა და რომანტიზმით აღსავსე სავიოლინო კონცერტს. საინტერესოა ევოლუცია, რომელიც გაიარა მაჭავარიანმა, მიუხედავად იმისა რომ მან შეინარჩუნა შემოქმედებითი ბუნება. აქ მოსკოვში, მისმა Nr.3 სიმფონიამ ისევ დამარწმუნა მისი დრქმატურგიული აზროვნების მთლიანობის განსაკუთრებულობაში, სადაც მოცემულია ერთი მუსიკალური თემის მთელი რიგი მეტამორფოზები. გმირული სულისკვეთების რთული პარტიტურა გამოირჩევა ნაციონალური ხასიათით. ძალზედ სიღრმისეულად ასრულებდა მას ვახტანგ მაჭავარიანი....პერსპექტიული დირიჟორი, რაშიც ადრეც დავრწმუნდი ლენინგრადში მის მიერ შონბერგის სა სტრავინსკის რთული პროგრამის შესრულებისას“.
        ლ.რააბენ, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გაზეთი „თბილისი" 04/04/1986/.


54. „მაჭავარიანის Nr.2 სიმფონია განსაკუთრებული გზით წყვეტს სიმფონიური ციკლის პრობლემას. სიმფონიის მუსიკა ერთის მხრივ დგას ეროვნულ ნიადაგზე, ხოლო ამავდროულად არის თანამედროვე. იგი გვაღელვებს სახეთა მძაფრი დაპირისპირებებით და ამავდროულად შინაგანად ჰარმონიულია. მაჭავარიანი დაჯილდოვებულია გონების და ნიჭის „მოუსვენრობით" ამაშია მისი შემოქმედების მუდმივი ახალგაზრდაობა".
        დ.დარაგან, ჟურნალი „სოვეტსკაია მუზიკა" Nr.3, 1974.


55. „ბალეტ „ვეფხვისტყაოსნის" წარმატება ლენინგრადის კიროვის თეატრის სცენაზე უდავოა, ეს განაპირობა ავტორთა საუკეთესო ჯგუფმა, სადაც ყოველი მათგანი მაღალი დონის ოსტატია; ლიბრეტისტი ი.გრიგოროვიჩის, ქორეოგრაფი ო.ვინოგრადოვის, მუსიკალური ხელმძღვანელის ვ.მაჭავარიანის, მხატვარი თ.მურვანიძის თანავარსკვლავედი, და მაინც - საფუძველი არის ალექსი მაჭავარიანის მუსიკა, რომელსაც გულითადად ვულოცავ დიდ შემოქმედებით გამარჯვებას".
        ა.პეტროვი, კომპოზიტორი, სსრკ სახალხო არტისტი, გაზეთი „ზარია ვოსტოკა" 18/04/1985/.


56. „აქ კიროვის თეატრში მახსოვს ოტელოს უდიდესი წარმატება...... და უკვე მეოთხედი საუკუნის შემდეგ ამავე თეატრში ვიმყოფები ბალეტ „ვეფხვის ტყაოსნის" დაბადებაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მაშტაბურ ქმნილებაში ჩემი მეგობარი ახდენს გასაკვირი ნიჭიერების, სიახლის და ახალგაზრდობის დემონსტრირებას. მის მუსიკაში მესმის საქართველოს შვილი, ოსტატი რომელიც თავისუფლად ფლობს მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების მიღწევებს".
        ბ.არაპოვი, კომპოზიტორი, რუსეთის სახალხო არტისტი, პროფესორი. გაზეთი „ზარია ვოსტოკა" 24/03/1985/.


57. „ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრში შედგა გამოჩენილი კომპოზიტორის ა.მაჭავარიანის ბალეტის „ვეფხვისტყაოსანი" პრემიერა. წარმატება იყო გიგანტური, აღინიშნა ორკესტრის მაღალი პროფესიონალიზმი რომელსაც უხელმძღვანელა ვ.მაჭავარიანმა ურთულესი პარტიტურის ღრმა წაკითხვით, ოსტატურად დააკავშირა რა მუსიკის და ქორეოგრაფიის სივრცეები“.
        ი.სტუპნიკოვ, გაზეთი „სოვეტსკაია კულტურა" 18/03/1985/.


58. ვეფხვისტყაოსანი ლენინგრადის კიროვის თეატრში. „ეპიკური საწყისი დაჟინებით მოემართება მუსიკის გზით, კომპოზიტორი ა.მაჭავარიანი თითქოს და გვთავაზობს „თამაშის წესებს“, კომპოზიტორი უდიდესი ოსტატობით ნებივრობს თანამედროვე ორკესტრის მდიდარ ინსტრუმენტალურ ქსოვილში..... სიუჟეტური კულმინაციების სიმაღლეზე დირიჟორმა ვ.მაჭავარიანმა იხილა პარტიტურის თავისებურება - ეს კი არის რიტმო-დინამიკის სტიქია, სერიული ტექნიკა, პოლიტონალური ერთობანი, ჰარმონიული კომპლექსები, რთულ წყობათა სტრუქტურები, თემების პოლიფონიური განვითარებანი, ტემბრების კოლორიტული ეფექტები. ყოველივე ამას ოსტატურად და ღირსეულად ფლობდა და განაგებდა დირიჟორი“.
        ვ.კრასოვსკაია, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ჟურნალი „სოვეტსკი ბალეტ" Nr.5, 1985.


59. „პუბლიკის და კრიტიკოსების უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია აშშ-ში და კანადაში კიროვის სახ.თეატრის გასტროლებმა....... ბალეტი „ვეფხვისტყაოსნით" თეატრმა დაანახა, რომ მისთვის არ არის უცხო თანამედროვე დადგმები... რამაც დაადასტურა თეატრის მაღალი რეპუტაცია".
        გაზეთი „სოვეტსკაია კულტურა" 24/06/1986/.


60. „მოსკოვში, კ.ს.სტანისლავსკის და ვ.ი.ნემიროვიჩ-დანჩენკოს აკადემიურ მუსიკალურ თეატრში შედგა ა.მაჭავარიანის ბალეტ „ოტელოს" პრემიერა, დამდგმელი ქორეოგრაფის, თეატრის ბალეტის დასის მთავარი ბალეტმეისტერის დ.ბრიანცევის მიერ, დირიჟორი თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი გ.პროვოტოროვი. ხანგრძლივი ოვაცია - როგორც წარმოდგენის მსვლელობაში ასევე დასასრულს - ცხადყოფს იმას, რომ პუბლიკამ ბალეტი მიიღო.
        დ.დარაგან, გაზეთი „კულტურა" 1994.


61. ქართულ მუსიკალურ ტრადიციებზე დაყრდნობით, თანამედროვე საკომპოზიციო ტექნიკის სრული არსენალის გამოყენებით, ისევე როგორც საკუთარი და განუმეორებელი მუსიკალური ხელწერის განვითარებით, განსაკუთრებით კი სიმფონიურ და მუსიკალურ თეატრალურ სარბიელზე მიღწევებით, ალექსი მაჭავარიანი იქცა მეოცე საუკუნის სამხრეთ ევროპული სივრცის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს კომპოზიტორად.
        ჰანს ულრიჰ დუფეკი, ჰამბურგში ინტერნაციონალური მუსიკის გამომცემლობის; „ჰანს სიკორსკი" დირექტორი. რომელიც გამოსცემს ა.მაჭავარიანის მუსიკას. ჰამბურგი, 23/10/2008/.


62. „ მაჭავარიანი-ადამიანი პასუხებით“. ბალეტი «ჭირვეულის მორჯულება" შექსპირის მიხედვით. პრემიერა, მეორე მოქმედების საკონცერტო შესრულება. დირიჟორი: ვ.მაჭავარიანი.
მაჭავარიანის მუსიკა გახვევს თავბრუს, სავსეა სითბოთი და ლირიზმით, იგი ღრმაა და წარმოქმნის ინტელექტუალურ სივრცეს.... შექსპირის ჭირვეული აღსდგა მაშინ, როდესაც ამას ვერც კი წარმოვიდგენდით. უეცრად აიწია ემოციამ, კამათი გადაიზარდა დრამაში. ეს არის ის, რასაც თვით შექსპირი შექმნიდა, რადგან მაჭავარიანს ნამდვილად ჰქონდა პირდაპირი კავშირი სიმართლესთან, რომელთანაც თვით შექსპირს ჰქონდა კავშირი და მაჭავარიანმა ზუსტად იცოდა, თუ როგორ გაეკეთებინა ეს.
        რამვოლდ ლიი, ინგლისი, „მესენჯერი" 17/11/2008/.


63. ალექსი მაჭავარიანის Nr.5 სიმფონია «უშბა" არის უეჭველი დადასტურება იმისა, რომ მისი შემოქმედება უკვე დიდი ხანია გასცდა ეროვნული რელიქვიის ფარგლებს და დაიკავა ღირსეული ადგილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კატალოგში….ეს სიმფონია თავისი სიმბლოლიზმით დასაწყისიდანვე გვაუწყებს სიცოცხლისა და ნათელის ზეიმს პირველსახოვან წყვდიადზე. როგორც მუსიკალური ფერწერის უდიდესი ოსტატი, ა.მაჭავარიანი გადმოგვცემს პირველადი სიცარიელის განცდას, იგი ამავე დროს თავისი დაუღალავი შემტევი მოძრაობით ახდენს მასშივე არსებული ენერგიის გიგანტურ კონცენტრაციას. არსებული ენერგია თითქოსდა გაარღვევს სიცარიელის მკვრივ საფარს, ფეთქდება რა ფეიერვერკის მთლიანად კოსმოსის განათებული სიცოცხლით სავსე შუქით, …წყვდიადიდან შუქისკენ …. მისი ერთადერთი ჩანაწერი შესრულდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორკესტრის, პეტერბურგის «მარიას" თეატრის სიმფონიური ორკესტრის მიერ. ამ ჩანაწერის ფასეულობა გამოიხატება როგორც თვით მუსიკის გენიალურობაში, ასევე ორკესტრის მიერ განუმეორებელ შესრულებაში, რომელსაც უხელმძღვანელა ა.მაჭავარიანის საქმის ღირსეულმა გამგრძელებელმა, ჭეშმარიტად ბრწყინვალე საერთაშორისოდ აღიარებულმა მუსიკოსმა…… დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა. ეს ჩანაწერი ჰბადებს იშვიათი «სამების" შეგრძნებას, შეიცავს რა თავის თავში თვით მუსიკის გენიალურობას, ორკესტრის უმაღლეს ოსტატობას და მუსიკალური პარტიტურის განსახიერების ჭეშმარიტად უდიდეს სადირიჟორო ნიჭს.
        ბორის ნიკიტენკო, გერმანია, ინტერნეტ გვერდიდან, 2009 წელი.


64. „ქუდები მოიხადეთ ბატონებო“. ა.მაჭავარიანის ბალეტი „ჭირვეულის მორჯულება" პირველი მოქმედების საკონცერტო შესრულება. პრემიერა. დირიჟორი: ვ.მაჭავარიანი.
ეს მუსიკა და მისი შესრულება არის შექსპირის ნათელი კომედიის ბრწყინვალე წაკითხვა. ორკესტრობა არის უნაკლო, იგი სასიამოვნოა შესრულებისთვის, სადაც ორკესტრის ყოველ მუსიკოსს აქვს ბევრი სათქმელი და მნიშვნელოვანი სოლოები. მუსიკა ნაპერწკლებს ყრის ერთი საორკესტრო სექციიდან მეორეში, მსგავსად გიმნასტისა, რომელიც დაფრინავს რგოლების მეშვეობით. ღრმად დამარწმუნებელი ტემპი, მუსიკალური ექვივალენტი.... და ვერაფერი ვერ აღუდგება წინ ჭეშმარიტი სიხარულის ტრიუმფს, როდესაც ჭირვეული მორჯულდება. მუსიკა ბრწყინვალეა, ისევე როგორც მისი შესრულება, მაგრამ მას გააჩნია ბევრად უფრო მაღალი სუბსტანცია, ვიდრე ქმნილებას, რომელიც არის მხოლოდ ბრწყინვალე.
        რამვოლდ ლიი, ინგლისი. „მესენჯერი" 03/11/2009/


65. ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტს, რომელსაც ასრულებდა იმ დროის ყველა საუკეთესო მევიოლინე, იეჰუდი მენუჰინი აფასებს როგორც მშვენიერი. იგი საზოგადოებას წარუდგინა დავიდ ოისტრახმა. ვფიქრობ, ეს იმგვარი კონცერტია, რომელიც შეეძლო დაეწერა რახმანინოვს.... მაგრამ ეს ნამდვილი ქართული მუსიკაა. ეს კონცერტი შეგვიძლია დავაყენოთ ისეთი კონცერტების რიცხვში, როგორებიცაა ჩაიკოვსკის და ბრამსის კონცერტები.
        დევიდ ჯ. ბარკერი, აშშ, ინტერნეტ გვერდიდან. 2009 წელი


66. ალექსი მაჭავარიანის სიმფონია Nr.6, «ამირანი- პრომეთე".
…არანაკლებ შთამბეჭდავია სიმფონიის არქიტექტურულ-კომპოზიციური აგებულება. ორივე (მეხუთე და მეექვსე) სიმფონიები ერთნაწილიანია, მაგრამ არც ხანგრძლივობით და არც დრამატურგიული ინტენსიურობით არც ერთი მათგანი არ ჩამოუვარდება მოცარტის ან ბეთჰოვენის სიმფონიებს, ისევე როგორც სიმფონიური ჟანრის ზოგიერთ სხვა გენიალურ ოსტატს. ორივე სიმფონიაში მუსიკალური მოვლენები წარმოიშობა თითქოსდა განუზომელი კოსმიური სივრცეებიდან და მათშივე იფანტება…. თუ მეხუთე სიმფონიის ჩაწერა განხორციელდა «მარიას" თეატრის ორკესტრის მიერ, …..»ამირანი-პრომეთე" ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის მიერ. ორივე სიმფონიის მრავალჯერადი მოსმენის შემდეგ გამუდმებით ვუბრუნდები ცნობილ ჭეშმარიტებას, რომ არ არსებობს ცუდი ორკესტრები, თუ სადირიჟორო პულტთან დგას თავისი საქმის ოსტატი.
        ბორის ნიკიტენკო, გერმანია, ვებ გვერდიდან, 2009 წელი.


67. ალექსი მაჭავარიანი, გამოჩენილი ქართველი და საბჭოთა კომპოზიტორი.
სწორედ მაჭავარიანს ეკუთვნის გენიალური მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი ფილმისთვის „ორი ოკეანეს საიდუმლოება"..... ფილმის წარმატება გამოიხატება სწორედ რომ მაჭავარიანის მუსიკის გენიალურობაში....მაჭავარიანი ქმნის საკუთარ და განუმეორებელ მუსიკალურ პოემას ‘ზღვა-ოკეანზე" რომელმაც შეიძინა უფართოვესი აუდიტორია.
        ბელკანტო, ვებ გვერდი. 21/03/2012


68. ალექსი მაჭავარიანი ქართველი ბეთჰოვენი. “როდესაც პირველად მოვისმინე ალექსი მაჭავარიანის Nr.6 სიმფონია „ამირანი-პრომეთე" რომელშიც კომპოზიტორმა მუსიკის თანამედროვე, შერეული სტილი გამოიყენა, კერძოდ „როკი“ და „საუნდსკეიპი“, ნაწარმოებით კომპოზიტორმა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობისკენ ქართველი ხალხის სწრაფვა გამოხატა. მეექვსე სიმფონიას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში..... საქართველოს მთავრობამ უდიდესი ძალისხმევა უნდა გასწიოს ალექსი მაჭავარიანის მუსიკალური მემკვიდრეობის დასაცავად, სწორედ ისე, როგორც ფინეთის მთავრობა იცავს სიბელიუსის, ხოლო რუმინეთის მთავრობა - ენესკუს შემოქმედებას. ალექსი მაჭავარიანის შემოქმედების სიდიადე სრულიად ახლებურად დავინახე კომპოზიტორის ვაჟის, მამის მუსიკალური მემკვიდრეობის მფარველისა და ქომაგის, ვახტანგ მაჭავარიანის საშუალებით, ის უდიდესი დირიჟორია, ვალერი გერგიევის და იური ტემირკანოვის რანგის ხელოვანი.......“
        კაზუჰიკო კაშიმა, იაპონელი მუსიკათმცოდნე-კრიტიკოსი, გაზეთი „მესენჯერი" 09/05/2014/.


[1] [2] [3]
© 2005 , All Rights Reserved