The Official Web Site


Press
(English)
Пресса
(Русский)
(Русский)
პრესა
(ქართული)
(Русский)
(English)
Alexi Matchavariani (23.09.1913 - 31.12.1995) Алекси Мачавариани
About Alexi
Alexi Matchavariani, Peoples Artist of the USSR, a winner of the USSR State Prize and Shota Rustaveli Prize of the Georgian Republic, winner of the Golden Medal of <Centro Cultural Braidense> in Milano for the music of Othello, Professor, was born in the town of Gori in Eastern Georgia. He studied violin and piano...
                        Read more

პრესა

[1] [2] [3]

26. „მოსკოვი აღაფრთოვანა და უდიდესი ინტერესი გამოიწვია ა.მაჭავარიანის ბალეტმა „ოტელომ".
        ე.სამოილოვი.სსრკ სახალხო არტისტი, „მოსკოვსკაია პრავდა" 27/03/1958/.


27. „უდიდეს წარმატებას მიაღწია კომპოზიტორმა მაჭავარიანმა, იგი ბრწყინვალედ გრძნობს შექსპირს, მისი მუსიკა ბრწყინვალედ ასახავს ჩვენი გიგანტის რომანტიზმს".
        გამოჩენილი ინგლისელი ბალერინა ბერილ გრეი, გაზეთი „ზარია ვოსტოკა" 27/12/1957/.


28. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბალეტი „ოტელო" არის უდიდესი მოვლენა თანამედროვე თეატრალურ ხელოვნებაში. ეს არის უზადო გემოვნების და ოსტატობის წარმოდგენა, ყველა კომპონენტის ჰარმონიით, მუსიკა, ცეკვა, მხატვრობა, მთლიანობაში მიემართებიან მთავარისკენ - შექსპირისკენ. მაჭავარიანის მუსიკა ფერადოვანია, ემოციური და ყოველი სახე გაჯერებულია თავისი ზუსტი და ლაკონური თვისებებით. ეს საბჭოთა ხელოვნების გამარჯვებაა“.
        ს.გოლოვკინა, სსრკ სახალხო არტისტი, „მოსკოვსკაია პრავდა" 29/03/1958/.


29. „ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამტკიცებთ, რომ ა.მაჭავარიანმა „ოტელოს" სახით შექმნა საბალეტო-სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი დიადი ნაწარმოები, შემოქმედებითად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა თანამედროვე მუსიკალურ დრამატურგიაში. მუსიკაში სახვითი ხელწერის ოსტატობა უიშვიათესი ნიჭია, რომელიც უმაღლეს განზომილებაშია დამახასიათებელი ა.მაჭავარიანისთვის“.
        ვ.გოროდინსკი, მუსიკათმცოდნე, მოსკოვის ფილარმონიის დირექტორი, ჟურნალი „თეატრი" Nr.6, მოსკოვი, 1958.


30. „ოტელოს მუსიკა დაწერა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა უდიდესმა კომპოზიტორმა ა.მაჭავარიანმა. განსაკუთრებით შეიძლება საუბარი მისი მუსიკის დრამატურგიაზე, რომელიც ღრმად ემოციურია, აღსავსე დრამატიზმით. მაჭავარიანის მუსიკამ განაპირობა ამ დიდი ამოცანის ამოხსნა".
        ნ.ვოლკოვი, მუსიკატმცოდნე, მწერალი, დ.შოსტაკოვჩზე ცნობილი წიგნის ავტორი, გაზეთი „იზვესტია" Nr.74. 27/03/1958//.


31. „ალექსეი დავიდოვიჩ მაჭავარიანი გახლავთ ბრწყინვალე სავიოლინო კონცერტის ავტორი".
        დავიდ ოისტრახი, 27/02/1952/


32. „ბალეტი „ოტელო" - სცენური შედევრია. მან ისევე მოგვანიჭა უდიდესი ესთეტიური ნეტარება. მუსიკა, რომელშიც სახეთა სკულპტურულმა ძერწვამ ავტორის ტემპერამენტი გაამდიდრა ნაციონალური თვითმყოფადობით".
        ი.ნესტიევი, ხელოვნებათმცოდნე, გაზეთი „იზვესტია" 1958.


33. „ოტელოს მუსიკაში ალექსი მაჭავარიანი გადმოსცემს შექსპირის თემის ძალასა და დრამატიზმს, მის ჰუმანიზმს და ყოველივე ამას კომპოზიტორი ასახიერებს როგორც ჭეშმარიტი დრამატურგი, მოაზროვნე, შექსპირული ისტორიული ხედვის განზომილებით. ეს არის მოვლენა თეატრში, მხატვრულ - შემოქმედებითად სრულყოფილი შედევრი, რომელშიც ასევე სავსედ აისახა შექსპირის სული".
        ა.მედვედევი, პროფესორი, დოქტორი, მუსიკათმცოდნე, გაზეთი „სოვეტსკაია კულტურა" Nr.15, - 1958.


34. „ალექსი მაჭავარიანის ოტელო საბჭოთა ხელოვნების ერთ-ერთი უმაღლესი მიღწევაა. კომპოზიტორი აქ გვევლინება უმაღლეს, უნიჭიერეს მოაზროვნედ, მოქალაქედ. მისი შემოქმედებითი ინტერესების სიფართოვემ ჩააყენა იგი საბჭოთა ხელოვნების წარმომადგენელთა პირველ რანგში, რაც მან ოსტატურად დაამტკიცა უკვე პირველი სიმფონიის შექმნით“.
        ა.ხაჩატურიანი, სსრკ სახალხო არტისტი, გაზეთი „იზვესტია" 25/09/1963.


35. „ალექსი მაჭავარიანის მუსიკა „ვეფხვისტყაოსნისთვის" გვაგონებს ფილოსოფიური სიღრმით, ადამიანური განცდების მრავალფეროვნებით, სინაზით, სითბოთი და სიკეთით. მინდა ავღნიშნო ახალგაზრდა დირიჟორის ვახტანგ მაჭავარიანის ხელოვნება, რომელიც ჩემი აზრით შორს, სსრკ ფარგლებს გარეთ გაიტანს ჩვენი სადირიჟორო სკოლის ღირსებას".
        ტიხონ ხრენიკოვი, სსრკ სახალხო არტისტი. გაზეთი „სამშობლო" Nr.22, 1982.


36. “კაშკაშა თეატრალური პარტიტურა - ბალეტი “ვეფხვისტყაოსანი" დაფუძნებულია მოქმედებისა და მედიტაციის დრამატურგიაზე, განხორციელებულია ეპიკური თხრობის კანონზომიერებაზე. მუსიკა თითქოს და “ინკრუსტირებულია", ხოლო სახეები მოყვანილია სიმბოლოთა ნიშნამდე".
        ს.კატონოვა, “სოვეტსკაია მუზიკა" Nr.2, 1986.


37. კულტურული ცხოვრების მოვლენად იქცა ა.მაჭავარიანის ბალეტი “ოტელო" მოსკოვის დიდ თეატრში. ეს ჭეშმარიტად ამაღლებული წარმოდგენაა, რომელსაც დაესწრნენ: ნ.ს.ხრუშჩოვი, ა.ბ.არისტოვი, ნ.ა.ბულგანინი, ა.ი.მიქოიანი, ე.ა.ფურცევა, ა.ნ.კოსიგინი, ვ.პ.მჟავანაძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი დაგ ჰამმარშელდი, ბელგიის დედოფალი ელისაბედი, ასევე კულტურის მოღვაწენი: გ.ულანოვა, ო.ლეპეშინსკაია, ა.ტარასოვა, ი.მოისეევი, ი.ზავადსკი, ა.ხაჩატურიანი, ნ.ოხლოპკოვი, დ.შოსტაკოვიჩი და სხვანი, რომელთაც დააჯილდოვეს მონაწილენი მხურვალე ოვაციით".
        გაზეთი “პრავდა" 25/03/1958/. Nr.84.


38. “უმდიდრეს მხატვრულ სამყაროს წარმოადგენს ალექსი მაჭავარიანის შემოქმედება. მისი მუსიკა ასახავს ადამიანის სულიერი სამყაროს სიმდიდრეს.... მისი საფორტეპიანო, სავიოლინო კონცერტების, სიმფონიების, საგუნდო და კამერული მუსიკის ხანგრძლივი სარეპერტუარო სიცოცხლე არის ამის მაგალითი ისევე, როგორც “ოტელოს" უდიდესი წარმატება.
“ჰამლეტში" კომპოზიტორი ხაზს უსვამს გმირის გრძნობების სიმძაფრეს, მორალურ და ზოგადსაკაცობრიო ვალდებულებებს, მეოცნებე გმირის თვისებებს, რომელიც იღუპება სიმართლისათვის ბრძოლაში. ფიქრები მსოფლიო ბედზე, პიროვნების ბედზე, მეგობრობის იდეალების ღირებულებებზე, სიყვარულზე - მან განახორციელა მეორე სიმფონიაში, ბალეტ “ვეფხვისტყაოსანში" და ისინი გააერთიანა ჰუმანიზმითა და ფილოსოფიური აზროვნებით. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რასაც ვაკეთებთ და ყური უნდა ვუგდოთ, როცა სინდისი გვესაუბრება".
        ტ.ლებედევა,მუსიკისმცოდნე, ჟურნალი “მუზიკალნაია ჟიზნ" 1973. Nr.17.


39. “ბეთჰოვენი, ბლეჰერი, მაჭავარიანი: ბერლინი. ა.მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტის შესრულება განასახიერებს ულამაზეს მელოდიურ სამყაროს. ბრწყინვალედ ასრულებდა მას მევიოლინე ბრუნო ბელჩიკი. საღამოს კულმინაციად იქცა უნიჭიერესი კომპოზიტორის, ა. მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტის შესრულება, აღტაცებულმა მსმენელებმა მოითხოვეს გამეორება ბისზე”.
        გაზეთი “დემოკრატი" 1961. ასევე გაზეთი “ფოლკს ცაიტუნგ" 07/02/1961/. გერმანია.


40. “სიკეთისა და ბოროტების ცნობილი პრობლემა გახსნილია ა.მაჭავარიანის პირველ სიმფონიაში, როგორც პოემა ადამიანზე. სიმფონიაში იგრძნობა საყრდენი პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის საუკეთესო ტრადიციებზე და ყოველივე ამაში იგრძნობა დიდი, ნათელი აზრი, ეთიური სიმაღლე და უმანკოება. სურათების შეგრძნება, უდიდესი დრამატიზმი, ლირიული სფერო, თვითმყოფადი ინტერპრეტაცია და სახეთა სრული ტრანსფორმაცია".
        ტ.ლებედევა, პროფესორი, ჟურნალი “სოვეტსკაია მუზიკა" Nr.8, 1960.


41. “მაჭავარიანის მეორე სიმფონია განსაკუთრებული ფირმით გადაჭრის სიმფონიური ციკლის პრობლემას. მისი მუსიკა ეყრდნობა ეროვნულ ნიადაგს და ამავე დროს თანამედროვეა. იგი გვაღელვებს თავისი მძაფრი დაპირისპირებებით და ამავე დროს - შინაგანი ჰარმონიით. ა.მაჭავარიანი უხვად არის დაჯილდოვებული “ძიების” ნიჭით და აზროვნების სისხარტით. ამაშია მისი მუდმივი სიჭაბუკე".
        დ.დარაგან, მუსიკათმცოდნე, ჟურნალი “სოვეტსკაია მუზიკა" 1974. Nr.3.


42. „ალექსი მაჭავარიანის საფორტეპიანო კონცერტი, მისი ავტორი-ახალგაზრდა და უეჭველად ნიჭიერი მუსიკოსია. იგრძნობა მისი ინდივიდუალური შემოქმედებითი და საკომპოზიციო ხელწერა".
        დ.შოსტაკოვიჩი, ჟურნალი „სოვეტსკოე ისკუსტვო" 15/03/1945/.


43. „ალექსი მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო", ეს არის ქართული და უნივერსალური შედევრი, აღსავსე დრამატული ინტენსიურობით".
        ჟურნალი „ფრანს მუზიკ" Nr.152, 1966 - დეკემბერი.


44. „გამაოგნებელი დრამატული მაჯისცემა, გამჭოლი, წვეტიანი, ფეთქებადი და მღერადი. ასეთია ჩემი შთაბეჭდილება ა.მაჭავარიანის ბალეტ ოტელოსგან".
        ნიკოლაი სლონიმსკი, გამოჩენილი კომპოზიტორი-აშშ. ნიუ იორკი, 06/05/1964/.


45. „იაპონიაში იცნობენ პროკოფიევის, შოსტაკოვიჩის, ხრენიკოვის, კაბალევსკის, ხაჩატურიანის შემოქმედებას. 1964 წელს ტოკიოში დაიდგა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ა.მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო", რომელიც წლების მანძილზე არ ჩამოდის სცენიდან და დაჯილდოვებულ იქნა იაპონიის ხელოვნების ფესტივალზე პირველი პრემიით. შემდგომ წლებში კი იაპონიაში არა ერთხელ შესრულდა მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი".
        აბე კომე, იაპონელი კომპოზიტორი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე. გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი" 13/12/1967/.


46. „ის რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც აერთიანებს ტრაგედიას და ბალეტს..... „ოტელო" არის თანამედროვეობის საბალეტო ხელოვნების შედევრი“.
        დინა მაგი, გაზეთი „კომბატ" პარიზი, 01/12/1966/.


47.”ოტელო ხელსინკის ნაციონალური თეატრის სცენაზე. მაჭავარიანის კეთილშობილი და ინტენსიური მუსიკა, დრამატიზმით, გამომსახველი რითმიკით და ნაზი ლირიკით".
        ი.ხაგფოს, “კანსან უუტისეტ" 18/04/1973/. ხელსინკი.


48. “...არაერთხელ ვიხილე სპექტაკლი “ოტელო", მათ შორის ინგლისში, სტრატფორდში. მაგრამ არასდროს და არსად ამ უდიდეს ტრაგედიას არ მოუხდენია ჩემზე ესოდენ ძლიერი შთაბეჭდილება. ა.მაჭავარიანის ბრწყინვალე მუსიკა მშვენიერი და მელოდიური, მთელი ფერადოვნებით გააჟღერა დიროჟორმა ო.დიმიტრიადიმ. ეს არის ჭეშმარიტად გულუხვი საჩუქარი ბალეტის მასახიობებისთვის".
        იადვიგა სანგოვიჩ, გაზეთი “ტრუდ" 25/03/1958/.


49. „საბჭოთა მევიოლინემ მიხაილ ვაიმანმა უდიდესი წარმატებით შეასრულა ტოკიოს გადაჭედილ „ჰაბიბი" დარბაზში ბახის, ჩაიკოვსკის და მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტები. უმაღლესი შთაბეჭდილება მოახდინა მაჭავარიანის კონცერტის მაღალ ტექნიკურად შესრულებამ".
        პრინჩჰაიმ, გაზეთი „ასაკი ივნინგ ნიუს".


50.“იაპონიის მუსიკალურმა კრიტიკამ მაღალ დონეზე შეაფასა საბჭოთა ხელოვნება და შემსრულებლები დ.ოისტრახი, ე.გილელსი, ს.რიხტერი, კ.კონდრაშინი, ავტორები პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი, ხაჩატურიანი, ხრენიკოვი, ერნესაკსი, მაჭავარიანი, ყარა ყარაევი“.
        ხ.ჩორეკჩინ, ჟურნალი „მუსიკალნაია ჟიზნ" Nr.6, 1969.


[1] [2] [3]
© 2005 , All Rights Reserved